სამხრეთ კორეაში ღამის კლუბში იატაკის ჩანგრევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
სამხრეთ კორეაში ღამის კლუბში იატაკის ჩანგრევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ კორეაში ღამის კლუბში იატაკის ჩანგრევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

როგორც „ბიბისი“ იუწყება, ინციდენტი ქალაქ გვანგჯუში დღეს გამთენიისას მოხდა. მომხდარის შედეგად დაშავდა 17 მოქალაქე. მათ შორის არის რამდენიმე ცნობილი მოცურავე, რომლებიც სამხრეთ კორეაში ცურვის მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად იყვნენ ჩასულები.

დაშავებულებს შორის არიან აშშ-ის, ახალი ზელანდისს, ნიდერლანდების, იტალიის და ბრაზილიის მოქალაქეები.

პოლიციის ცნობით, ღამის კლუბში ნგრევა მაშინ მოხდა, როდესაც შენობას 370 ადამიანი იმყოფებოდა. დაშავებულების ნაწილი საავადმყოფოში რჩება. ორივე დაღუპული სამხრეთ კორეის მოქალაქეა.

დატოვე კომენტარი