სამხრეთ კორეაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 39 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

13:44, 04.06.2020

სამხრეთ კორეაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 39 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 33 შიდა გადაცემის შემთხვევებია. ინფორმაცის „სიენენი“ სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ახალი შემთხვევები უმეტესად სეულსა და მასთან ახლოს მდებარე რეგიონებს უკავშირდება.

სამხრეთ კორეაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდი-19“-ის 11 629 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 10 499 გამოჯანმრთელდა, ამ დროისთვის საავადმყოფოებში 857 პაციენტი რჩება, ვირუსით 273 ადამიანია დაღუპული.

მსგავსი