სამხრეთ კორეაში დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით არც ერთი პაციენტი არ გარდაცვლილა
სამხრეთ კორეაში დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით არც ერთი პაციენტი არ გარდაცვლილა

პირველად, ბოლო 40 დღის განმავლობაში, სამხრეთ კორეაში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა არ გამოვლენილა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „სიენენი“ სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრზე დაყრდნობით წერს.

ამასთან, უკვე მეოთხე დღეა, რაც სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ათს არ აღემატება. კერძოდ, ბოლო ერთი დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსი ექვს პაციენტს დაუდგინეს.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის თანახმად, სამხრეთ კორეაში სულ გამოვლინდა კორონავირუსის 10 708 შემთხვევა. გარდაიცვალა 240 ადამიანი.
ბოლო ერთ დღეში საავადმყოფოდან 90 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაწერეს. კორონავირუსისგან განკურნებულთა საერთო რიცხვმა სამხრეთ კორეაში 8 501 შეადგინა.