სამხრეთ კორეაში დღე-ღამეში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

08:48, 20.04.2020

მესამე დღეა, სამხრეთ კორეაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა 20-ზე ნაკლებია. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში, ქვეყნაში „კოვიდ 19“-ით 10 674 ადამიანია ინფიცირებული. ვირუსით ქვეყანაში 236 ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი