სამხრეთ კორეაში ბოლო მონაცემებით, ერთი დღეში კორონავირუსი მხოლოდ რვა ადამიანს დაუდგინდა
სამხრეთ კორეაში ბოლო მონაცემებით, ერთი დღეში კორონავირუსი მხოლოდ რვა ადამიანს დაუდგინდა

სამხრეთ კორეაში ბოლო მონაცემებით, ერთი დღის განმავლობაში კორონავირუსი მხოლოდ რვა ადამიანს დაუდგინდა. ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ოთხი იმპორტირებულია.

ამასთან, ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით სამხრეთ კორეაში ორი ადამიანი გარდაიცვალა და მსხვერპლთა საერთო რიცხვმა 240 შეადგინა.
სამხრეთ კორეა ჩინეთის შემდეგ პირველი ქვეყანა იყო, სადაც კორონავირუსის ეპიდემია გავრცელდა, დაავადების გავრცელების პიკის დროს ყოველდღიურად ინფიცირების 900-ზე მეტი შემთხვევა ვლინდებოდა. საბოლოოდ, სამხრეთ კორეაში სულ გამოვლინდა კორონავირუსის 10 702 შემთხვევა, საიდანაც რვა ათასზე მეტი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.