სამხრეთ კორეაში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 615 შემთხვევა დაფიქსირდა
სამხრეთ კორეაში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 615 შემთხვევა დაფიქსირდა

სამხრეთ კორეაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 615 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყნის ოფიციალური პირების განცხადებით, სოციალური დისტანციის წესები დედაქალაქ სეულსა და მიმდებარე რაიონებში გამკაცრდება.

დამატებითი შეზღუდვები სულ მცირე, დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება. სამხრეთ კორეის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის მასშტაბით ტესტირებების რაოდენობა გაიზრდება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სამხრეთ კორეაში ვირუსის 38 161 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 549 ინფიცირებული გარდაიცვალა.