სამხრეთ კორეაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 629 ადამიანი დაინფიცირდა
სამხრეთ კორეაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 629 ადამიანი დაინფიცირდა

სამხრეთ კორეაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 629 ადამიანი დაინფიცირდა, რაც ბოლი ცხრა თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ახალი შემთხვევებიდან 300 სეულში გამოვლინდა.

სამხრეთ კორეაში სულ აღრიცხულია 36 300 შემთხვევა. მათ შორის ლეტალური აღმოჩნდა 536 შემთხვევა.