სამხრეთ კორეაში ბოლო დღე-ღამეში 7 მარტის შემდეგ, კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
სამხრეთ კორეაში ბოლო დღე-ღამეში 7 მარტის შემდეგ, კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

სამხრეთ კორეაში 7 მარტის შემდეგ კორონავირუსის ყველაზ ემაღალი დღიური მაჩვენებელი გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსი 441 ადამიანს დაუდასტურდა.

შესაბამის მონაცემებს სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.

ახალრეგისტრირებულ შემთხვევებს შორის 434 შიდა გავრცელების შემთხვევაა, მათგან 313 სეულში გამოვლინდა. ბოლო 24 საათში სამხრეთ კორეაში ერთი ინფიცირებული. გადრდაიცვალა. სულ ქვეყანაში დაავადებას 313 ადამიანი ემსხვერპლა. სამხრეთ კორეაში კორონავირუსის გვარცელების მაჩვენებლის ზრდის გამო სკოლები დაიხურა.