სამხრეთ კორეაში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 324 ადამიანს დაუდასტურდა

11:20, 21.08.2020

სამხრეთ კორეაში 8 მარტის შემდეგ პირველად კორონავირუსის ახალი შემთხვევების ყოველდღიურმა რაოდენობამ 300-ს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, ბოლო 24 საათის განმავლობაში სამხრეთ კორეაში კოვიდ-19 დაუდასტურდა 324 ადამიანს, აქედან 315 შიდა გავრცელების შემთხვევებია.

ქვეყნის ხელისუფლება ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად პრევენციული ზომების კვლავ გამკაცრებას არ გამორიცხავს.
ახალი შემთხვევებიდან უმრავლესობა რეგისტრირებულია დედაქალაქ სეულში და მის მიმდებარე რაიონებში.

მსგავსი