სამხრეთ კორეაში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 122-მდე გაიზარდა

10:22, 29.12.2024

სამხრეთ კორეაში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 122-მდე გაიზარდა. სახანძრო სამსახურის ცნობით, სავარაუდოდ, დანარჩენი მგზავრებისა და ეკიპაჟის უმეტესობა დაღუპულია.

სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, გადარჩენილთა რაოდენობა ამ დროისთვის უცვლელია, თუმცა დადასტურდა, რომ ორივე გადარჩენილი ეკიპაჟის წევრია.

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ჩოი სანგ-მოკმა ტერიტორია სპეციალური კატასტროფის ზონად გამოაცხადა.

მუანის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველა შიდა და საერთაშორისო რეისი გაუქმდა.

შეგახსენებთ, ავიაკატასტროფა ადგილობრივი დროით 09:00 საათზე მოხდა. ბორტზე 181 ადამიანი იმყოფებოდა. Jeju Air-ის თვითმფრინავი ტაილანდიდან, ბანგკოკიდან მუანის აეროპორტში ჩაფრინდა, დაშვების დროს კი ბილიკიდან გადავიდა, კედელს დაეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა.

მსგავსი