სამხრეთ კორეას ტაიფუნი „მიტაგი“ დაატყდა თავს
სამხრეთ კორეას ტაიფუნი „მიტაგი“ დაატყდა თავს

სამხრეთ კორეას ტაიფუნი „მიტაგი“ დაატყდა თავს. კორეული სააგენტო „იონჰაპის“ მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაღუპულია ოთხი ადამიანი. კიდევ ორი პირი დაკარგულად ითვლება.

ტაიფუნმა სამხრეთ კორეის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ორი პროვინცია დააზარალა.

ტაიფუნ „მიტაგის“ გამო, სამხრეთ კორეაში 300-ზე მეტი რეისი გაუქმდა. სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია ასობით ადამიანი.