სამხრეთ კორეა მომავალი კვირიდან ორ სამხედრო წვრთნას ერთდროულად ჩაატარებს

09:20, 26.10.2018

სამხრეთ კორეა მომავალი კვირიდან ორ სამხედრო წვრთნას ერთდროულად ჩაატარებს.

სწავლება ორშაბათიდან დაიწყება. ტაეგუკის წვრთნა ხუთ დღეს გაგრძელდება, ჰოგუკის სწავლება კი ორკვირიანი იქნება. ამის შესახებ სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა განაცხადა.

მისი თქმით, წვრთნების მიზანი თავდაცვითი მზაობის შენარჩუნებაა.

მსგავსი