სამხრეთ კორეა გაერო-ს სთხოვს, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული გამოცდების ცენტრის დახურვის პროცესს დააკვირდეს
სამხრეთ კორეა გაერო-ს სთხოვს,  ჩრდილოეთ კორეის ბირთვული გამოცდების ცენტრის დახურვის პროცესს დააკვირდეს

სამხრეთ კორეამ გაერო-ს სთხოვა, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული გამოცდების ცენტრის დახურვის პროცესს დააკვირდეს.

საქმე ეხება ჩრდილოეთ კორეის ლიდერის დაპირებას, რომ დახურავს პუნგერის ბირთვული იარაღის საცდელ ცენტრს. აღნიშნული შეთანხმება აპრილის ბოლოს ჩრდილო და სამხრეთ კორეის სამიტზე იქნა მიღწეული.

სააგენტო Yonhap-ის ინფორმაციით, სამხრეთ კორეის პრეზიდენტს, მუნ ჩჟე ინსა და გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს შორის 30 წუთიანი სატელეფონო საუბარი შედგა. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა გაერო-ს სთხოვა, დააკვირდეს შეთანხმების შესრულების პროცესს.

იაპონური გამოცემა Kyodo წერს, რომ ჩრდილო კორეა საცდელი ცენტრის სრულ დახურვას დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრამდე გეგმავს. ჩრდილო კორეის ლიდერმა პირობა დადო, რომ ცენტრის დაშლის პროცესზე ჟურნალისტებსა და უსაფრთხოების ექსპერტებსაც მიიწვევს.