სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, მაგდალენა გრონოს მანდატი 2027 წლის 31 აგვისტომდე გაუგრძელდა
სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, მაგდალენა გრონოს მანდატი 2027 წლის 31 აგვისტომდე გაუგრძელდა

ევროკავშირის საბჭომ დღეს გადაწყვეტილება მიიღო ორი სპეციალური წარმომადგენლისთვის მანდატის გაგრძელების შესახებ. მათ შორისაა მაგდალენა გრონო, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისზე პასუხისმგებელი ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელია.

მას მანდატი 2027 წლის 31 აგვისტომდე გაუგრძელდა.

„ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლებს წარადგენს ევროკავრიშის უმაღლესი წარმომადგენლი და თანამდებობაზე ნიშნავს საბჭო. მათი მიზანია ევროკავშირის პოლიტიკისა და ინტერესების ხელშეწყობა კონკრეტულ რეგიონებსა და ქვეყნებში, ისევე როგორც ევროკავშირისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ისინი აქტიურ როლს ასრულებენ რეფორმების, სტაბილურობისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების მცდელობებში“, – აღნიშნულია ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.