სამხრეთ კაროლინაში დემოკრატიული პარტიის პრაიმერში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა
სამხრეთ კაროლინაში დემოკრატიული პარტიის პრაიმერში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა

სამხრეთ კაროლინას შტატში დემოკრატიული პარტიის პრაიმერში ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. ეს შიდაპარტიულ არჩევნებში ბაიდენის პირველი გამარჯვებაა.

წინასწარი მონაცემებით, მას ხმების 48,9 პროცენტი აქვს მიღებული, მის მთავარ მეტოქეს ბერნი სანდერსს კი – 19,8 პროცენტი.

„ჩვენ ცოცხლები ვართ, როგორც არასდროს. მივმართავ მათ, ვინც წააქციეს, ვინც უკან მოიტოვეს, ვისაც არ ითვალისწინებდნენ – ეს თქვენი კამპანიაა“, – მიმართა ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა თავის მომხრეებს.

პრაიმერში მესამე ადგილზე გასულმა მილიარდერმა ტომ სტეიერმა საპრეზიდენტო რბოლაში მონაწილეობის შეწყვეტის შესახებ განაცხადა.

მან სამხრეთ კაროლინაში ხმების 11, 4 პროცენტი მიიღო.

ტომ სტეიერის თქმით, კამპანიის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან გაამრჯვების შანსებს ვეღარ ხევადს.

3 მარტს აშშ-ში ე.წ. „სუპერსამშაბათი“ იქნება . ამ დღეს პრაიმერი ერთდროულად 15 შტატში გაიმართება.