სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის საზღვარზე მდინარეში ათასობით მოკლული ღორის სისხლი ჩაიღვარა
სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის საზღვარზე მდინარეში ათასობით მოკლული ღორის სისხლი ჩაიღვარა

სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის საზღვარზე, მდინარეში ათასობით მოკლული ღორის სისხლი ჩაიღვარა. როგორც „ბიბისი“ წერს, სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ 47 000 ღორი დახოცა, რათა ე.წ. ღორის აფრიკული ჭირის გავრცელება შეეჩერებინა.

გადაუღებელი წვიმის შემდეგ ღორების მასობრივი სამარხიდან სისხლი წყალქვეშა დინებით მდინარე იმჯინგანში მოხვდა.

მომხდარის გამო ხელისუფლებას მკაცრად აკრიტიკებენ. მოსახლეობა შიშობს, რომ დახოცილი ღორების სისხლით დაავადება სხვა ცხოველებზე გავრცელდება.

მთავრობა კი კრიტიკას უარყოფს და აცხადებს, რომ დახოცვამდე ღორების დეზინფექცია ყველა წესის დაცვით მოხდა.

ღორის აფრიკული ჭირი ადამიანებისთვის საშიში არ არის, თუმცა ცხოველის სიკვდილს იწვევს. პრევენციული ზომების მიუხედვად, ეს დაავადება სამხრეთ კორეაში სექტემბერში გავრცელდა. ეპიდემია, ასევე, ფიქსირდება ჩინეთში, ვიეტნამსა და ფილიპინებში.

მხოლოდ ჩინეთში დაავადების გავრცელების შესაჩერებლად 1,2 მილიონი ღორი დახოცეს.

დატოვე კომენტარი