სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის საზღვარზე ცეცხლი გახსნეს, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა

10:36, 03.05.2020

სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის საზღვარზე ცეცხლი გახსნეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გასროლა ჩრდილოეთ კორეის მიერ სამხრეთ კორეის საგუშაგოს მიმართულებით ადგილობრივი დროით 7:41 საათზე მოხდა, რასაც სამხრეთ კორეის მხრიდან საპასუხო ორი გასროლა მოჰყვა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ეს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირველი ინციდენტია მას შემდეგ, რაც მხარეებმა გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყეს.

მსგავსი