სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა
სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა

სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში წყალდიდობაა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

ძლიერმა წვიმამ გადაადგილებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები შექმნა. წყალდიდობის გამო, შეზღუდულია სარკინიგზო მაგისტრალის მუშაობა, შეზღუდვით ფუნქციონირებს საჰაერო მიმოსვლაც.

ამასთან, სტიქიის შედეგად რამდენიმე ავტომაგრისტალიც დაიტბორა, რის გამოც ისინი დროებით დახურეს, შედეგად კი, ქალაქებს შორის კომუნიკაცია ვერ ხერხდება.