სამხრეთ აფრიკის ყოფილ პრეზიდენტ ჯეიკობ ზუმას 15 თვით პატიმრობა მიუსაჯეს
სამხრეთ აფრიკის ყოფილ პრეზიდენტ ჯეიკობ ზუმას 15 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

სამხრეთ აფრიკის ყოფილ პრეზიდენტ ჯეიკობ ზუმას 15 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ქვეყნის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ ზუმა დამნაშავედ ცნო მოსამართლის ბრძანების დარღვევაში. სასამართლო ზუმას მის წინააღმდეგ მიმდინარე კორუფციული გამოძიების ფარგლებში სასამართლოზე მისვლას ითხოვდა. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ექსპრეზიდენტმა ეს განკარგულება არ შეასრულა და ის სასამართლოსადმი უპატივცემულობაში დაადანაშაულეს.

ჯერ უცნობია, დააპატიმრებენ თუ არა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ყოფილ ლიდერს.

ჯეიკობ ზუმამ სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის თანამდებობა 2018 წელს დატოვა. ის არაერთ კორუფციულ სკანდალში იყო გახვეული.