სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ავტოსაგზაო შემთხვევას 27 ადამიანი შეეწირა, რამდენიმე კი, მძიმედ დაშავდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულებს შორის მცირეწლოვნებიც არიან. ტრაგედია ლიმპოპოს პროვინციაში, მთავარ ავტომაგისტრალზე მოხდა.
პოლიციის ადგილობრივი სამმართველოს მონაცემებით, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭეზე მართვის კონტროლი დაკარგა და სავალი ნაწილის საპირისპირო მხარეს გადავიდა.
შედეგად, სატვირთო ავტომობილი სხვა მანქანებს დაეჯახა. მათ შორის იყო სამგზავრო მიკროავტობუსიც.