სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში არეულობის შედეგად 117 ადამიანი დაიღუპა
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში არეულობის შედეგად 117 ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში არეულობის შედეგად 117 ადამიანი დაიღუპა. არეულობებში მონაწილე 1 400-ზე მეტი პირი პოლიციამ დააკავა.

შეტაკებები და არეულობა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის კვაზულუ-ნატალის პროვინციაში 9 ივლისს დაიწყო და მეზობელ პროვინციებში გავრცელდა. მომხდარის მიზეზი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ჯეიკობ ზუმას მომხრეები არიან, რომლებმაც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ყოფილი ლიდერის დაკავების შემდეგ, გზების გადაკეტვა დაიწყეს.

როგორც პოლიციაში აცხადებენ, ამჟამად ქვეყენაში ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

ამასთან, წესრიგის დასაცავად მობილიზებულია 25 000 სამხედრო.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი პოლიციას თავად ჩაბარდა. ის 8 ივლისს გადაიყვანეს ციხეში. ჯეიკობ ზუმას სასმართლოს განჩინების შეუსრულებლობასა და კორუფციაში ედება ბრალი.