სამხრეთ აფრიკამ ნამიბია დაამარცხა | იაპონია 2019
სამხრეთ აფრიკამ ნამიბია დაამარცხა | იაპონია 2019

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე მორიგი მატჩი გამართა ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა სამხრეთ აფრიკამ. პირველ ტურში ახალი ზელანდიისგან განცდილი მარცხის შემდეგ, „ქურციკებმა“ მეზობელი ნამიბია დაამარცხეს და პირველი ქულებიც აიღეს.

მოლოდინისამებრ, სამხრეთაფრიკელების უპირატესობა ძალიან დიდი იყო და ეს ანგარიშზეც აისახა – 57-3.

ამრიგად, B ჯგუფში 10 ქულით იტალია ლიდერობს, შემდეგ სამხრეთ აფრიკა მოდის 5 ქულით, ახალი ზელანდია კი 4 ქულით მესამე ადგილზეა, თუმცა მათ სხვებზე ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული. 2 ოქტომბერს „ოლ ბლექსი“ კანადას დაუპირისპირდება.