სამხრეთ აფრიკამ კანადა დიდი ანგარიშით დაამარცხა და მეოთხედფინალში ადგილი დაიბევა | იაპონია 2019
სამხრეთ აფრიკამ კანადა დიდი ანგარიშით დაამარცხა და მეოთხედფინალში ადგილი დაიბევა | იაპონია 2019

რაგბის მსოფლიო თასზე მორიგი მატჩი გამართა. ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა კანადის ეროვნული გუნდი დიდი ანგარიშით დაამარცხა და მეოთხედფინალში გასვლა გაინაღდა.

პირველ ტაიმში სამხრეთაფრიკელთა უპირატესობა იმდენად დიდი იყო, რომ მათი ბურთის ფლობის მაჩვენებელი 93 პროცენტს უდრიდა და შესვენებაზე გუნდები ანგარიშით 47-0 გავიდნენ.

მეორე ტაიმის დებიუტში კანადელებმა ერთი პრესტიჟის ლელოს დადება მოახერხეს, თუმცა ამის შემდეგ თამაში კვლავ ფავორიტების კარნახით წარიმართა. „ქურციკებმა“ მეტოქის ჩათვლის მოედანზე კიდევ რამდენჯერმე დაამიწეს ბურთი და საბოლოოდ ანგარიშით 66-7 იმარჯვეს.

ამ გამარჯვებით სამხრეთაფრიკელებმა 15 ქულა დააგროვეს და მეოთხედფინალში თამაშის უფლება გაინაღდეს. 12 ოქტომბერს ამ ჯგუფში ახალი ზელანდია იტალიას დაუპირისპირდება და ეს მატჩი კიდევ ერთ მეოთხედფინალისტს გამოავლენს.