სამხრეთ აფრიკამ იტალია დაამარცხა და ჯგუფში გალიდერდა | იაპონია 2019
სამხრეთ აფრიკამ იტალია დაამარცხა და ჯგუფში გალიდერდა | იაპონია 2019

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე მორიგი მატჩი გამართა ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა. „ქურციკები“ B ჯგუფის ლიდერ იტალიას დაუპირისპირდნენ, ადვილად დაამარცხეს მეტოქე, ბონუს ქულაც მოიპოვეს და პირველ ადგილზე გადაინაცვლეს.

სამხრეთაფრიკელთა უპირატესობა ორივე ტაიმის განმავლობაში აშკარა იყო, რაც ანგარიშზეც აისახა – 49:3.

ამ ქვეჯგუფში მომდევნო მატჩი 6 ოქტომბერს გაიმართება, როდესაც ახალი ზელანდია ნამიბიას დაუპირისპირდება, სამხრეთ აფრიკა კი ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს 8 ოქტომბერს კანადის წინააღმდეგ გამართავს.