სამხედრო წვრთნების გამო, აგვისტოს დასაწყისში თბილისის მიმდებარედ ავიაფრენები შეიზღუდება
სამხედრო წვრთნების გამო, აგვისტოს დასაწყისში თბილისის მიმდებარედ ავიაფრენები შეიზღუდება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილი წვრთნების გამო, აგვისტოს დასაწყისში თბილისის მიმდებარედ ავიაფრენები შეიზღუდება. შეტყობინება სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კერძოდ, ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, თბილისის საკვანძო სამეთვალყურეო რაიონი დახურული იქნება მითითებულ პერიოდებში: 3, 4 და 5 აგვისტოს 09:30-11:30 და 21:30-23:30 საათებში; 7, 8 და 9 აგვისტოს 09:30-11:30 საათებში.

შეზღუდვის გამო, განრიგის დაკორექტირება ავიაკომპანიების ნაწილს მოუწევს. მაგალითად, აზერბაიჯანულმა „ბუტა ეარვეისმა“ შესაბამისი შეტყობინება უკვე გამოაქვეყნა და მგზავრები ფრენების შეცვლილი განრიგის შესახებ გააფრთხილა.

დატოვე კომენტარი