გოგა ბითაძემ „დეტროიტ პისტონსის“ წინააღმდეგ კარიერის მატჩი ჩაატარა – მან ორმაგი დუბლი 14 ქულითა და 15 მოხსნით გაიფორმა, გუნდის პირველ გამარჯვებაში უდიდესი როლი ითამაშა და კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა (მოხსნების რაოდენობა).
მატჩის შემდეგ, „პეისერსის“ მთავარმა მწვრთნელმა, რიკ კარლაილმა ბითაძის თამაში შეაფასა და აღნიშნა, რომ ის სამივე შეხვედრაში კარგი იყო.
„გოგა შესანიშნავი იყო, მან სამივე შეხვედრა კარგად ითამაშა. მისი ემოციები გუნდს მობილიზებაში ეხმარებოდა და ეს დიდებული სანახავი იყო. მატჩის დროს გადაადგილების მხრივ ის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც თამაშის შეგრძნებაში ეხმარება. მას ყოველთვის ყველა გულშემატკივრობს და მისი თამაში კარგი სანახავი იყო.“
შემდეგ შეხვედრას „პეისერსი“ 25 ოქტომბერს „ფილადელფიას“ წინააღმდეგ გამართავს.