სამი წლის მილა ჯანელიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება
სამი წლის მილა ჯანელიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

სამი წლის მილა ჯანელიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას ხუთი დღის წინ ლეიკემია დაუდგინდა. იაშვილის სახელობის კლინიკაში ჩატარებული კვლევების თანახმად, მცირეწლოვანს მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია აქვს და, ოჯახის ინფორმაციით, ნებისმიერ დროს შესაძლებელია, თავის ტვინის უჯრედები დაზიანდეს.

ბავშვს ესაჭიროება ძვირადღირებული თერაპიები. თურქეთში ერთწლიანი კურსის ჩასატარებლად 150 000 დოლარია საჭირო, რისი შესაძლებლობაც ოჯახს არ აქვს.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშებზე:

🔸„საქართველოს ბანკი“: GE94BG0000000664246000
მიმღები: დედა – თამარი ეფრემიძე

🔹„თიბისი“ ბანკი: GE38TB7889845064300068
მიმღები: მამა – ბექა ჯანელიძე