სამი ქართველი „რაგბიპასის“ ორმოცდაათეულში - ოცწლამდე მორაგბეებიდან თაფლაძე, კარკაძე და იაშაღაშვილი გამოარჩიეს
სამი ქართველი „რაგბიპასის“ ორმოცდაათეულში - ოცწლამდე მორაგბეებიდან თაფლაძე, კარკაძე და იაშაღაშვილი გამოარჩიეს

ცნობილმა სარაგბო გამოცემა „რაგბიპასმა“ (RugbyPass) ოცწლამდე მორაგბეთა შორის საუკეთესო ოცმოცდაათი აარჩია და ამ სიაში სამი ქართველი ახალგაზრდა მოხვდა. დემურ თაფლაძე 48-ე ადგილზეა, ვანო კარკაძე 37-ე. ხოლო იოანე იაშაღაშვილი კი 23-ე. გთავაზობთ სტატიიდან იმ მონაკვეთებს, რომლებშიც ქართველ მორაგბეებზეა საუბარი.

დემე თაფლაძე

ახალგაზრდა შუამარბმა საქართველოს ნაკრებში პირველი მატჩი მცირე ხნის წინ ჩაატარა და „ბორჯღალოსნების“ უკანახაზს სისწრაფეს და დინამიურობას სძენს. მისი საფრანგეთში გადასვლა მხოლოდ დროის ამბავია.

ვანო კარკაძე

ახალგაზრდა კვაჭს ოთხი საერთაშორისო „კეპი“ აქვს და ჯერ 20 წლისაც არაა. იგი უკვე „ბრივში“ თამაშობს, სადაც თანაგუნდელებად თედო აბჟანდაძე და ვასილ ლობჟანიძე ჰყავს. სამხრეთდასავლეთ საფრანგეთში ქართული სარაგბო რევოლუცია იწყება.

იოანე იაშაღაშვილი

დიდი, სწრაფი და ხელით თამაშში გაწაფული – იაშაღაშვილი მამუკა გორგოძის გზის გამგრძელებელი შეიძლება გახდეს. ის მომდევნო წლებში „ბორჯღალოსნების“ ხერხემალის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება.