სამი ქართველი ძიუდოისტი 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში იჭიდავებს #1TVSPORT
სამი ქართველი ძიუდოისტი 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში იჭიდავებს #1TVSPORT

პოლონეთის ქალაქ პილაში სტარტი აიღო 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატმა ძიუდოში. ტურნირზე დღეს საქართველოს ნაკრების შვიდი წევრი გამოვიდა, რომელთაგან თენგო ზირაქაშვილი (66კგ), გიორგი ტერაშვილი (73კგ) და ნინო ლოლაძე (57კგ) მეოთხედფინალში იჭიდავებენ.

ტერაშვილი ნახევარფინალში გასასვლელად სერბ სტოსიჩს დაუპირისპირდება,ზირაქაშვილი მეოთხეფინალში გერმანელ ალტემიროვს შეხვდება, ლოლაძის მეტოქე კი ფინელი სალონენი იქნება.