სამი მატჩი უმაყურებლოდ - „სამტრედია“ მკაცრად დასაჯეს #1TVSPORT
სამი მატჩი უმაყურებლოდ - „სამტრედია“ მკაცრად დასაჯეს #1TVSPORT

„სამტრედია“ მკაცრად დასაჯეს და ეროვნული ლიგის მომდევნო სამ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ გამართავს – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც „სამტრედიას“ დაეკისრა ფულადი ჯარიმა და ეროვნული ლიგის მომდევნო სამ საშინაო მატჩს მაყურებლის გარეშე ჩაატარებს“, – წერია „სამტრედიას“ გვერდზე.

მიზეზი მე-13 ტურში მომხდარი ინციდენტი გახდა. 12 მაისს „ეროსი მანჯგალაძე არენაზე“ გამართული შეხვედრის 28-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა არსენ ნონიკაშვილმა „სამტრედიას“ ფეხბურთელი შალვა ნადირაძე გააძევა, რასაც მაყურებლის მწვავე რეაქცია მოჰყვა და არბიტრს ბოთლები დაუშინეს.

ამგვარად, „სამტერდიაუმაყურებლოდ შემდეგ სამ მატჩს ჩაატარებს – მე-15 ტურში (25 მაისს) წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლებს, მე-17 ტურში (13 ივნისს) „დინამო თბილისს“, ხოლო მე-20 ტურში (27 ივნისს) – გორის „დილას“.