„იუვენტუსის“ გერმანელმა ნახევარმცველმა სამი ხედირამ ტრავმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, „ვალენსიას“ წინააღმდეგ თამაშისას მიიღო.
როგორც Sky Sport Italia წერს, ფეხბურთელი სამი კვირა ვერ დაეხმარება თავის გუნდს.
ხედირა „მესტალიაზე“ გამართული შეხვედრის 23-ე წუთზე შეცვალეს დაზიანების გამო. სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ გერმანელს მარცხენა ფეხის კუნთის დაჭიმულობა აქვს.
ტრავმისგან ბოლომდე აღდგენისთვის, ხედირას დაახლოებით 20 დღე სჭირდება.
მიმდინარე სეზონში ხედირამ „იუვენტუსში“ ხუთი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.