სამი ჩემპიონი და ერთი შემთხვევით მოხვედრილი - ჩემპიონთა ლიგაზე „დინამოს“ შესაძლო მეტოქეები ცნობილია
ცნობილი გახდა იმ ოთხი გუნდის ვინაობა, რომელთაგან ერთ-ერთი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდზე „დინამო თბილისის“ მეტოქე გახდება.
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის წილისყრას უეფა დღეს, თბილისის დროით 14.00 საათზე გამართავს. უეფა-მ წინასწარ გამოაქვეყნა იმ ოთხი სავარაუდო მეტოქის ვინაობა, რომელთაგან ერთ-ერთსაც „დინამო“ შეხვდება.
ეს გუნდებია ბელარუსის ჩემპიონი ბრესტის „დინამო“, ლატვიის ჩემპიონი „რიგა“, ალბანეთის ჩემპიონი „ტირანა“ და ჩრდილოეთ მაკედონიის ვიცეჩემპიონი „სილექსი“.
ამ ოთხეულში ერთადერთი გუნდი „სილეკსია“, რომელიც საკუთარ ქვეყანაში ოქროს მედალი ვერ მოიპოვა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.
საქმე ისაა, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონმა „ვარდარმა“ ევროთასებზე მონაწილეობის ლიცენზია ფინანსური პრობლემების გამო ვერ მიიღო და უეფა-მ ტურნირზე მონაწილეობის უფლება ავტომატურად ვიცეჩემპიონს მისცა.