სამი ასტრონავტი საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან დედამიწაზე დაბრუნდა

17:53, 14.12.2017
NASA astronaut Randy Bresnik is helped out of the Soyuz MS-05 spacecraft just minutes after he, ESA (European Space Agency) astronaut Paolo Nespoli, and Roscosmos cosmonaut Sergey Ryazanskiy, landed in a remote area near the town of Zhezkazgan, Kazakhstan on Thursday, Dec. 14, 2017. Bresnik, Nespoli and Ryazanskiy are returning after 139 days in space where they served as members of the Expedition 52 and 53 crews onboard the International Space Station. Photo Credit: (NASA/Bill Ingalls)

NASA astronaut Randy Bresnik is helped out of the Soyuz MS-05 spacecraft just minutes after he, ESA (European Space Agency) astronaut Paolo Nespoli, and Roscosmos cosmonaut Sergey Ryazanskiy, landed in a remote area near the town of Zhezkazgan, Kazakhstan on Thursday, Dec. 14, 2017. Bresnik, Nespoli and Ryazanskiy are returning after 139 days in space where they served as members of the Expedition 52 and 53 crews onboard the International Space Station. Photo Credit: (NASA/Bill Ingalls)

გუშინ, საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან დედამიწაზე დაბრუნდა სამი ასტრონავტი, რომლებიც ხომალდზე ბოლო სამი თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ. ასტრონავტები, რომელთაც ახალი ფურცელი გახსნეს კაცობრიობის პირველ მიკროგრავიტაციულ ლაბორატორიასთან მუშაობით, ყაზახეთში დაეშვნენ.

ექსპედიცია 53-ის მეთაური, NASA-ს ასტრონავტი რენდი ბრესნიკი და ESA-სა და როსკოსმოსის ფრენის ინჟინრები — პაოლო ნესპოლი და სერგეი რიაზანსკი ყაზახეთის მიყრუებულ ქალაქ ჟეზყაზღანის სიახლოვეს დაეშვნენ.

ორბიტაზე მოძრავ ლაბორატორიაში, ექსპედიცია 53-ის წევრებმა ერთობლივად ჩაატარეს ასობით ექსპერიმენტი ბიოლოგიაში, ბიოტექნოლოგიაში, დედამიწისა და სხვა ფიზიკურ მეცნიერებებში. ეს გახლდათ პირველი მისია, რომელშიც NASA-მ აშშ-ის ეკიპაჟის სეგმენტი სამიდან ოთხ ასტრონავტამდე გაზარდა, რამაც სააგენტოს უფრო ეფექტიანი კვლევების ჩატარების შესაძლებლობა მისცა.

სადგურზე ყოფნისას ჩატარებულ ექსპერიმენტებს შორის აღსანიშნავია მიკროგრავიტაციის ეფექტის კვლევა ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულ ნაწლავის ჩხირზე — ბაქტერიულ პათოგენზე, რომელიც პასუხისმგებელია საშარდე გზების ინფექციაზე ადამიანებსა და ცხოველებში; პარკინსონის დაავადების თანმხლები მნიშვნელოვანი ცილის უფრო დიდი ვერსიების გაზრდა; ახალი ისნტრუმენტების დამონტაჟება კოსმოსური სხივების წარმოშობისა და ისტორიის შესახებ არსებულ ფუნდამენტურ სამეცნიერო კითხვებზე პასუხის გასაცემად.

გარდა ამისა, ასტრონავტთა ტრიომ მიიღო სამი სატვირთო ხომალდი, რომლებმაც სადგურზე ჩაიტანა რამდენიმე ტონა პროდუქტი და სამეცნიერო ინსტრუმენტები.

რობოტულ კომპლექსში ყოფნისას, NASA-ს ასტრონავტი რენდი ბრესნიკი სამჯერ გავიდა ღია კოსმოსში. NASA-ს ორ სხვა ასტრონავტთან ერთად, ბრესნიკმა შეაკეთა სადგურის რობოტული მკლავი. ასევე გამოცვალეს ხომალდის რამდენიმე კამერა.

აგვისტოში, თანამემამულე ფიოდორ იურჩიხინთან ერთად, ღია კოსმოსში ერთხელ გავიდა სერგეი რიაზანსკი. რუსებმა ჩახსნეს რამდენიმე ნანოთანამგზავრი, შეაგროვეს საკვლევი ნიმუშები და შეასრულეს სხვა სტრუქტურული სამუშაოები.

სადგურზე მუშაობას განაგრძობს ექსპედიცია 54, რომელსაც როსკოსმოსის კოსმონავტი ალექსანდრ მისურკინი ხელმძღვანელობს.

17 დეკემბერს, ბაიკონურის კოსმოდრომიდან (ყაზახეთი) საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ეკიპაჟის ახალი წევრები გაფრინდებიან: NASA-ს ასტრონავტი სკოტ ტინგლი, როსკოსმოსის კოსმონავტი ანტონ შხაპლეროვი და იაპონიის კოსმოსური სააგენტოს (JAXA) ასტრონავტი ნორიშიგე კანაი.

გაშვებას და შეპირაპირებას პირდაპირ ეთერში გადასცემს NASA-ს ტელეარხი.

უახლეს ამბებსა და ფოტოებს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ სადგურის Instagram და Twitter გვერდებზე.

ხომალდი სოიუზ MS-05, რომლითაც ასტრონავტები დედამიწაზე დაეშვნენ

https://twitter.com/NASA/status/941233626380869633

https://twitter.com/NASA/status/941226089543639041

https://twitter.com/NASA/status/941223029287161856

 

მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით

 

მსგავსი