სამგზავრო ავტობუსში დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს 
სამგზავრო ავტობუსში დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს 

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე N359 ავტობუსში მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

შემთხვევის შედეგად, მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება 118-ე და 239-ე მუხლებით მიმდინარეობს.