„სამგურალს“ ლიდერი დაუბრუნდა - კუხიანიძე ინდივიდუალურად ვარჯიშობს #1TVSPORT
„სამგურალს“ ლიდერი დაუბრუნდა - კუხიანიძე ინდივიდუალურად ვარჯიშობს #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალს“, რომელიც საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16 ფინალში „ლოკომოტივი 2-თან 0:1 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა, ლიდერი დაუბრუნდება.

ახლა გუნდი სეზონის განახლებისთვის ემზადება. „სამგურალმა“ ვარჯიში 3 აგვისტოდან განაახლა. ტრავმის შემდეგ გუნდს დაუბრუნდა მთავარი ბომბარდირი და ლიდერი სერგო კუხიანიძე, ასევე თავდამსხმელი ალექსანდრე ვერულიძე. ამ ორი თავდამსხმელის დაბრუნება კი „სამგურალის“ შეტევით პოტენციალს საგრძნობლად გააძლიერებს.

კლუბის პრეს-სამსახურის ცნობით, კუხიანიძეც და ვერულიძეც ამ ეტაპზე ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობენ. თუმცა, მთავარია ის, რომ კუხაინიძემ ტრავმა საბოლოოდ მოიშუშა და ჩემპიონატის განახლებამდე მზად იქნება.

გიორგი მიქაძის გუნდი სეზონს 13 აგვისტოს განაახლებს – „სამგურალი“ „კავკასიონი არენაზე“ ეროვნული ლიგის 21-ე ტურის მატჩში „თელავს“ ესტუმრება.