„სამგურალმა“ ზედიზედ მესამედ მოიგო - „სამტრედია“ შინ დამარცხდა #1TVSPORT
„სამგურალმა“ ზედიზედ მესამედ მოიგო - „სამტრედია“ შინ დამარცხდა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-15 ტური „ეროსი მანჯგალაძეზე“ გამართული იმერული დაპირისპირებით დასრულდა. „სამტრედიამ“ წყალტუბოს „სამგურალი“ მიიღო – ეს სეზონის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო დაპირისპირება გამოდგა, რომელშიც მასპინძლები დამარცხდდნენ.

ანგარიში მე-8 წუთზე სტუმართა ვეტერანმა ნახევარმცველმა, გრიგოლ დოლიძემ საჯარიმო დარტყმით გახსნა. „სამტრედიამ“ წონასწორობა ასევე საჯარიმო დარტყმით აღადგინა – 22-ე წუთზე მეტოქის კარი გიორგი ილურიძემ აიღო, მაგრამ 36-ე წუთზე, გრიგოლ დოლიძემ „სამგურალი“ მეორედ დააწინაურა – 1:2.

მეორე ტაიმში „სამტრედია“ უკეთ გამოიყურებოდა და 76-ე წუთზე ირაკლი რუხაძემ ძალიან ეფექტური გოლით ანგარიში მეორედ გაათანაბრ,. მაგრამ მატჩის მიწურულს წყალტუბოელთა თავდამსხმელმა, გიორგი ბუხაიძემ „სამტრედიას“ მესამეც გაუტანა და „სამგურალს“ უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუპოვა – 2:3.

15 ტურის შემდეგ „სამტრედია“ 9 ქულით მე-9 ადგილზე დარჩა, ხოლო „სამგურალმა“ (22) ზედიზედ მესამედ მოიგო, აუტსაიდერთა ზონას საგრძნობლად ჩამოშორდა და ერთი მოგების შემთხვევაში მესამეადგილოსან გორის „დილას“ (25) გაუთანაბრდება.

„სამტრედია“ – „სამგურალი“ 2:3

გოლები: 0:1 დოლიძე (, 1:1 ილურიძე (22), 1:2 დოლიძე (36. ჩიხლაძის პასით), 2:2 რუხაძე (67. ლუკავას პასით), 2:3 ბუხაიძე (87. ვერულიძის პასით)

25.05. 2021. სამტრედია. „ეროსი მანჯგალაძე – არენა“

„სამტრედია“: ბ. ქურდაძე – ცეცხლაძე, გიორგაძე, ნადირაძე – ლალიჩი (84. ერაძე), მესიაჩენკო, რობაქიძე (63. ლომთაძე), კვირკვია – ილურიძე (84. დ. ჯიქია) – რუხაძე, კობახიძე (56. ლუკავა)

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ცეცაძე

სამგურალი“: ქვილითაია – თ. კიკაბიძე (81. ვერულიძე), პატარკაციშვილი, ლ. ქურდაძე, კალანდარიშვილი – ჩიხლაძე (73. ი. ახვლედიანი), ბურჯანაძე, ფონიავა (81. თევზაძე) – დოლიძე (58. ლექვთაძე), ბუხაიძე, დ. კირკიტაძე

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

მთავარი არბიტრი: გ. ვარდიძე

გაფრთხილებები: ნადირაძე (31), პატარქალიშვილი (47), ცეცხლაძე (63)