„სამგურალმა“ „თელავს“ დიდი ანგარიშით სძლია #1TVSPORT
„სამგურალმა“ „თელავს“ დიდი ანგარიშით სძლია #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-9 ტურის ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა სფფ-ს წყალტუბოს ცენტრში გაიმართა – „სამგურალმა“ „თელავს“ უმასპინძლა და 7:0 გაიმარჯვა.

როდოლფო ვანოლის გუნდმა გადამწყვეტი უპირატესობა პირველ ტაიმში მოიპოვა: გეან როდრიგესის (16 წთ), ლაშა შერგელაშვილის (27), დათო მუჯირის (31) გოლებით და ლუკა ხორხელის დუბლით (36, 45+3 – პენალტით) „სამგურალმა“ მოგება შესვენებამდე „დაიჯავშნა“ 5:0.

მეორე ტაიმი და გასარკვევი იყო, მატჩი რა ანგარიშით დასრულდებოდა. მუჯირის პასით 59-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა დემურ ჩიხრაძემ ანგარიში კიდევ უფრო გაზარდა, ხოლო 78-ე წუთზე სტუმართა კარი ირაკლი ჯანჯღავამაც აიღო.

სამგურალმა“ 11 ქულა დააგროვა და პირველი წრე მე-5 პოზიციაზე დაასრულა, ამავე დროს გადაასწრო „თელავს“ (10), რომელიც მე-7 პოზიციაზე დაქვეითდა.