„სამგურალმა“ კიდევ ერთი ტაჯიკი ფეხბურთელი დაიმატა #1TVSPORT
„სამგურალმა“ კიდევ ერთი ტაჯიკი ფეხბურთელი დაიმატა #1TVSPORT

ტაჯიკეთის ნაკრების 19 წლის ნახევარმცველი ალიჯონი აინი კარიერას წყალტუბოს „სამგურალში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„წყალტუბოს „სამგურალმა“ ტაჯიკეთის ნაკრების 19 წლის ნახევარმცველი ალიჯონი აინი დაიმატა. წარმატებებს ვუსურვებთ ალიჯონი აინს ჩვენს კლუბთან ერთად!“ – წერია „სამგურალის“ განცხადებაში.

ალიჯონი ტაჯიკური კლუბების, „რეგარ თადაზისა“ და „ისტიქლოლის“ ფეხბურთელი იყო, ასევე თამაშობდა „კრასნოდარში“. ახალგაზრდა ფეხბურთელი ტაჯიკეთის ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო, ამჟამად ki იცავს ეროვნული ნაკრების ღირსებას. ნაკრებში 13 შეხვედრა აქვს ჩატარებული და ცოტა ხნოს წინ აზიის თასზეც იასპარეზა.

აზიის თასზე ტაჯიკეთის ნაკრების წარმატებული თამაშის შემდეგ საქართველოში ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრების უკვე მესამე მოთამაშე ჩამოვიდა. სეზონი „სამგურალმა“ გახსნა და ტაჯიკეთის ნაკრების 19 წლის მცველი მეხრუბონ ქარიმოვი დაიმატა, რომელთანაც სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

ისტორიაში პირველად, ტაჯიკი ფეხბურთელი „დინამო თბილისმაც“ დაიმატა – 21 წლის ალიშერ შუქუროვი, რომელმაც თბილისურ კლუბთან ხელშეკრულება 2+1 სისტემით დადო. შუქუროვმა აზიის თასზე ხუთი შეხვედრა ჩაატარა.