„სამგურალის“ მწვრთნელი - ვინც არ დაიხარჯება, ძირითადში ადგილის შენარჩუნება გაუჭირდება #1TVSPORT
გიორგი ჭელიძემ უზბეკურ „ყიზილყუმთან“ მოგებული (2:0) მატჩი შეაფასა. მოგების მიუხედავად, „სამგურალის“ მთავარი მწვრთნელი მოთამაშეთა ნაწილით უკმაყოფილო დარჩა. თუმცა, მათი გვარები არ დაუკონკრეტებია.
„კარგი შეხვედრა გამოვიდა, გუნდს პროგრესი აქვს როგორც ფიზიკური მომზადების მხრივ, ასევე ტაქტიკური კუთხით. ფეხბურთელები თამაშიდან თამაშამდე ცდილობენ დავალება სწორად გადაიტანონ მოედანზე.
ძალიან სწარფ გუნდს ვეთამაშეთ, მოწინააღმდეგემ ორგანიზებული კონტრშეტევები დაგვიპირისპირა. საერთო ჯამში ნაყოფიერი სპარინგი გამოვიდა.
სასიხარულოა, რომ გავიმარჯვეთ, თუმცა, რამდენიმე ფეხბურთელის თამაშით უკმაყოფილო ვარ და იმედია, შეცდომებს გამოასწორებენ. გაითავისებენ თუ რას ვითხოვ მათგან და მწვრთნელის დავალებებს გაცილებით უკეთ შეასრულებენ.
ფეხბურთელი რომელიც არ დაიხარჯება, ძირითადში ადგილის შენარჩუნება გაუჭირდება. მადლობა მინდა გადავუხადო ბიჭებს შრომისთვის და კარგი თამაშისთვის, მათ კიდევ უფრო მეტი შეუძლიათ და ამისთვის ბოლომდე უნდა დაიხარჯნონ“, – ამბობს გიორგი ჭელიძე.
წყალტუბოს „სამგურალი“ თურქულ შეკრებაზე მომდევნო სპარინგ-მატჩს 10 თებერვალს გამართავს – ელიგის გუნდის მეტოქე „კოლოსი“ იქნება.