„სამგურალის“ მწვრთნელი - მომენტების გამოუყენებლობისთვის, შესაძლოა, დავისაჯოთ #1TVSPORT
„თელავთან“ მოგებული (1:0) მატჩის შემდეგ წყალტუბოს „სამგურალის“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭელიძემ თამაშის შეაფასა და განვლილ პერიოდზე ისაუბრა.
„ვულოცავ კლუბს და ჩვენს გულშემატკივარს ამ გამარჯვებას, ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ. სეზონის დასაწყისში ძალიან ჭირს საკუთარი თამაშის პოვნა და შემადგენლობის სწორად შერჩევა. ამას გარდა, ტრავმის გამო რამდენიმე ფეხბურთელიც გვაკლდა.
თამაშს რაც შეეხება, რთული გამოდგა, რადგან ყველა გუნდი სამი ქულისთვის იბრძვის. გამარჯვება მახარებს, მაგრამ დღეს რა მომენტებიც ვერ გამოვიყენეთ, ამის გამო, შესაძლოა, მომავალში დავისაჯოთ. გაგვიმართლა და აქტივში სამი ქულა ჩავიწერეთ“, – ამბობს გიორგი ჭელიძე.
სამი ტურის შემდეგ „სამგურალმა“ 6 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზეა – წყალტუბოელები ლიდერ „დინამო თბილისს“ 3 ქულით ჩამორჩებიან, ხოლო ბათუმის „დინამოს“ – მხოლოდ ქულით.