„სამგურალის“ მთავარ მწვრთნელად გიორგი ჭელიძე დაინიშნა #1TVSPORT
„სამგურალის“ მთავარ მწვრთნელად გიორგი ჭელიძე დაინიშნა #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალის“ მთავარ მწვრთნელად ახალგაზრდა სპეციალისტი გიორგი ჭელიძე დაინიშნა, – კლუბის პრესსამსახურის ცნობით, კონტრაქტი უკვე გაფორმდა.

„წყალტუბოს „სამგურალის“ მთავარ მწვრთნელად გიორგი ჭელიძე დაინიშნა. წარმატებებს ვუსურვებთ გიორგის „სამგურალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე და ვიმედოვნებთ, რომ ერთად დიდი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ!“ – წერია კლუბის განცხადებაში.

37 წლის გიორგი ჭელიძე მწვრთნელთა PRO ლიცენზიის მფლობელია. სამწვრთნელო კარიერა დაიწყო „საბურთალო 2“-ში, სადაც ყველა ასაკობრივი კატეგორია გამოიარა და ბოლოს დუბლშემადგენლობის მწვრთნელად დაინიშნა.

ამას გარდა, ჭელიძე წვრთნიდა ბოლნისის „სიონს“, „თელავს“, ტყიბულის „მეშახტეს“, ქობულეთის „შუქურას“, ასევე მუშაობდა ქუთაისის „ტორპედოს“ სამწვრთნელო შტაბში.

შეგახსენებთ, რომ ახალ წლამდე გუნდი გიორგი მიქაძემ დატოვა, რომლის ხელმძღვანელობითაც კლუბმა ეროვნულ ლიგაში მეოთხე ადგილი დაიკავა.