„სამგურალი“ წყალტუბოში „დინამო თბილისს“ დაუზავდა #1TVSPORT
„სამგურალი“ წყალტუბოში „დინამო თბილისს“ დაუზავდა #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალმა“ ეროვნულ ლიგაში „დინამო თბილისს“ უმასპინძლა. ამ დაპირისპირებამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა 0:0.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა, მაგრამ მეტოქეებს რეალური საგოლე მომენტების შემქნა უჭირდათ. პირველ ნახევარში ყველაზე ახლოს მიზანთან დავით მუჯირი იყო და შანსით ვერ ისარგებლა. „დინამომ“ კი პენალტი მოიპოვა, მაგრამ ვიდეორეფერიზე გადამოწმების შემდეგ საჯარიმო დარტყმა გაუქმდა.

საბოლოოდ, 0:0 და ეროვნულ ლიგაში გამართული 11 ტურის შემდეგ „სამგურალი“ ქუთაისის „ტორპედოს“ დაეწია, მე-6 ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო „დინამო თბილისი“ (16) მეოთხე ადგილზე დარჩა.