„სამგურალი“ წყალტუბოში ბრუნდება - გუნდმა გულშემატკივრებს მიმართა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მე-9 ტურში, წყალტუბოს „სამგურალი“ გორის „დილას“ დაუპირისპირდება. წყალტუბოელებმა 26 მაისის სახელობის სტადიონზე მატჩის წინა ვარჯიში გამართეს.
ამაში მნიშვნელოვანი ისაა, რომ „დილასთან“ მატჩით წყალტუბოს „სამგურალი“ სახლში ბრუნდება. გუნდი ახალი სეზონიდან ზესტაფონში თამაშობდა, რადგან წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონის ბალახის საფარი დაზიანებული იყო.
ეროვნული ლიგის პირველი წრის ბოლო ტურის შეხვედრაში „სამგურალი“ წყალტუბოში გორის „დილას“ 23 აპრილს უმასპინძლებს. მატჩი 26 მაისის სახელობის სტადიონზე 15 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.
„სამგურალის“ ადმინისტრაციამ გულშემატკივრებს მოუწოდა, რომ მივიდნენ სტადიონზე და ტრიბუნები შეავსონ.
„ეროვნული ლიგის IX ტურის შეხვედრაში „სამგურალი“ წყალტუბოში გორის „დილას“ უმასპინძლებს. „სამგურალი“ მიმდინარე სეზონში საკუთარ მოედანზე პირველად თამაშობს. გთხოვთ, გავავსოთ წყალტუბოს არენა და ვუგულშემატკივროთ ჩვენი ქალაქის გუნდს“, – წერია კლუბის ადმინისტრაციის მიმართვაში.