„სამგურალი“ თურქულ შეკრებაზე მიემგზავრება
„სამგურალი“ თურქულ შეკრებაზე მიემგზავრება

პირველი თებერვლიდან წყალტუბოს ,,სამგურალი“ სეზონისთვის მზადებას ანტალიაში გააგრძელებს. თურქულ შეკრებაზე გამგზავრებამდე, უჩა სოსიაშვილის გუნდმა წყალტუბოში ბოლო ვარჯიში გამართა.

თურქულ შეკრებაზე „სამგურალი“ ექვს ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. მეტოქეებსა და მატჩების განრიგში მცირედი ცვლილებებია. ადრე დაანონსებული უკრაინული „ოლექსანდრიას“ ნაცვლად, „სამგურალი“ 8 თებერვალს ყაზახურ ყარაღანდის „შახტიორს“ შეხვდება. ამას გარდა, 5 თებერვალს გუნდი ბულგარულ კირჯალის „არდას“ დაუპირისპირდება.

13 თებერვალს ორი მატჩია, დილით უკრაინის პირველი ლიგის ლიდერ „აგრობიზნესთან“, საღამოს კი – მოსკოვის „ტორპედოსთან“. 15 თებერვალს „სამგურალი“ მოსკოვის „სპარტაკის“ 21 წლამდე გუნდს ეთამაშება, ხოლო მეექვსე ამხანაგური მატჩი 16 თებერვალს გაიმართება. მეტოქე თურქეთში ჩასვლის შემდეგ გაირკვევა.