სამგორისა და გლდანის რაიონებში აბონენტების ნაწილს 13 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

23:11, 12.10.2020

სხვადასხვა სამუშაოს გამო, სამგორისა და გლდანის რაიონებში აბონენტების ნაწილს 13 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

სამგორის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულისა და წმინდა ბარბარეს ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III, IIIა მიკრორაიონების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.

მსგავსი