სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოზარ სუბარი ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს
სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოზარ სუბარი ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს

„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოზარ სუბარი ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს.

დღეს სოზარ სუბარი ვარკეთილში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები პირადად მოისმინა.

როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, მისი მინისტრობის პერიოდიდან, ვარკეთილში, დევნილებს ფართები უკვე დაკანონებული აქვთ, თუმცა დარჩენილია რამდენიმე სოციალურად დაუცველი ოჯახი, რომელთა საკითხიც ინდივიდუალურად განიხილება. სოზარ სუბარი იმედოვნებს, რომ აღნიშნული  მოსალხეობის სასიკეთოდ გადაწყდება.

„ძირითადად, დაზიანებული სახურავების, ამორტიზებული ლიფტებისა და ე.წ. „წითელი აგურების“ კორპუსებში ბინების დაკანონების საკითხი გამოიკვეთა“, – განაცხადა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

დატოვე კომენტარი