სამეგრელოს რეგიონში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 136 ზუგდიდში დაფიქსირდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 294 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
მათგან 136 შემთხვევა ზუგდიდში გამოვლინდა. ინფიცირებულთა უმეტესობა ადრე გამოვლენილ შემთხვევათა კონტაქტები არიან.
ამასთან, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 138 ინფიცირებული, მათგან ხუთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 129 კოვიდინფიცირებული, გარდაიცვალა ერთი ადამიანი.