სამეგრელოს რაიონში სტიქიის შედეგად გამოწვეული ზარალი 7 მილიონ ლარს აღემატება
სამეგრელოს რაიონში სტიქიის შედეგად გამოწვეული ზარალი 7 მილიონ ლარს აღემატება

სამეგრელოს რეგიონში 30 ნოემბრის სტიქიის შედეგად დაზიანებული შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო პროცესი გრძელდება.

სპეციალურმა კომისიამ სტიქიის შედეგად გამოწვეული ზარალის ოდენობა, რომელიც, დღეის მდგომარეობით, 7 მილიონ ლარს აღემატება. 698 საცხოვრებელი სახლის სრულად, ან ნაწილობრივ გადახდილი სახურავების აღსადგენად დაზარალებული მოსახლეობისთვის შესაბამისი მასალის გაცემის პროცესი დასრულების ფაზაშია.

დაზიანებული საბავშვო ბაღების, სკოლებისა და დევნილთა კომპაქტური ჩასახლებების რაოდენობამ 31-ს მიაღწია, მათი სარეაბილიტაციო სამუშაოები შეუჩერებლად მიმდინარეობს. რაც შეეხება ხობის მუნიციპალიტეტის ე.წ. ბეწვის ხიდს, რომელიც ორ სოფელს ერთმანეთთან აკავშირებდა, ყოველდღიურად 300-ზე მეტი მოქალაქე სარგებლობდა, რომელთაც ხიდის რესტავრაციამდე მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება. განმუხურში დაზიანებული ამფითეატრის ზარალს მოწვეული ექსპერტები ჯერ კიდევ ითვლიან, რის შემდეგაც დაიგეგმება აღდგენითი სამუშაოები.

აღსანიშნავია, რომ რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, სახურავებთან ერთად, რამდენიმე საცხოვრებელი სახლის კედლებიც ჩამოიშალა, ხოლო მათ აღსადგენად საჭირო სამშენებლი მასალების გადაცემის პროცესი მიმდინარე დღეებში დასრულდება.

დატოვე კომენტარი