სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 50 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა სამი პაციენტი
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 50 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
რეგიონის ხუთ კოვიდცენტრში 173 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან ათი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
რუხის კლინიკაში იმყოფება 60 პაციენტი, ფოთის კლინიკაში – 39, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – ოთხი, აბაშის „ევექსის“კლინიკაში – 27, სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ – 42.
რეგიონის საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 143 პირი.