სამეგრელო-ზემო სვანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 203 პაციენტი გამოჯანმრთელდა
სამეგრელო-ზემო სვანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 203 პაციენტი გამოჯანმრთელდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 78 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის ექვს კოვიდცენტრში 202 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. მათგან 19-ის მდგომარეობა მძიმეა.

„რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 70 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმეა ექვსი პაციენტის მდგომარეობა. ფოთის ჰოსპიტალში 41 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სენაკის კლინიკა „სენამედში“ მკურნალობის კურსს გადის 34 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათ შორის მძიმეა ხუთი პაციენტის მდგომარეობა.

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 22 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათ შორის მძიმეა ოთხი პაციენტის მდგომარეობა. აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში 20 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება.

სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ 15 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 203 კოვიდინფიცირებული პაციენტი.

რეგიონის საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 54 ადამიანი“, – აღნიშნულია სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციაში.